ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, მიიღო საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი, ბატონი მორი ჰიროუკი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი, ბატონი კონსტანტინე წერეთელი.
საუბარი შეეხო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.